საქართველოში გერმანიის საელჩოს საკონსულო და სავიზო განყოფილება სამი დღით დაიკეტება

"გარკვეული მიზეზების გამო საკონსულო და სავიზო განყოფილება 2021 წლის 15 მარტიდან (ორშაბათი) 18 მარტამდე (ხუთშაბათი) ვიზიტორებისთვის დაკეტილი იქნება", - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

"გარკვეული მიზეზების გამო საკონსულო და სავიზო განყოფილება 2021 წლის 15 მარტიდან (ორშაბათი) 18 მარტამდე (ხუთშაბათი) ვიზიტორებისთვის დაკეტილი იქნება. სატელეფონო კონსულტაციის მიღებაც არ იქნება შესაძლებელი. გადაუდებელ შემთხვევებში დაგვიკავშირდით მეილით მისამართზე visa@tifl.diplo.de. ბოდიშს გიხდით ამ გარემოების გამო. 2021 წლის 19 მარტიდან (პარასკევი) კვლავ გავიხსნებით და ტელეფონითაც (+995 32 243 53 99) შეძლებთ ჩვენთან დაკავშირებას", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.