ჯანმო: გააგრძელეთ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ქვეყნებს მოუწოდა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება არ შეაჩერონ. ამის შესახებ ინფორმაციას, ორგანიზაციის განცხადებაზე დაყრდნობით, BBC-ი ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაქცინასა და თრომბებს შორის კავშირის დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს.

სწორედ ამ მიზეზით, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ შეაჩერა აღნიშნული ვაქცინის გამოყენება.

როგორც ცნობილია, ჯანმო-ს უსაფრთხოების ექსპერტები დღეს შეიკრიბებიან, რათა დეტალურად განიხილონ აღნიშნული საკითხი.

ამასთანავე, საკითს განიხილავენ ევროპის მედიკამენტების სააგენტოშიც (EMA), რომელიც ხუთშაბათს გამოაქვეყნებს დასკვნას.

ევროკავშირის მარეგულირებული უერთდება ჯანმო-ს მოწოდებას, ვაქცინაციის პროცესის გაგრძელების შესახებ.