აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსდა.
„ჩვენ ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს ხალხს, ასევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს. მისი სულიერი ლიდერობა და წარუშლელი მემკვიდრეობა თაობებს ემახსოვრებათ. დაე, მშვიდად განისვენოს,“ - ნათქვამია განცხადებაში.
17 მარტს, გვიან საღამოს 93 წლის ასაკში თბილისში, კლინიკა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე.
პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.
ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.