საქართველოში ხუთი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური იმყოფება

საქართველოში ხუთი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური იმყოფება. სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ:

ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I;

სრულიად ბულგარეთის პატრიარქი - უწმინდესი დანიელი;

სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი - უნეტარესი იოანე;

ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი - უნეტარესი როსტისლავი;

ამერიკის მიტროპოლიტი ტიხონი.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად იმყოფებიან სხვა ეკლესიების დელეგაციებიც.


სამების ტაძარში უკვე მივიდა კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I.


მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I მიტროპოლიტ შიოსა და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წესის აგების მსახურებას შეასრულებს.


სამების საკათედრო ტაძარში, წირვა დილის 09:00 საათზე დაიწყო და ის სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულა.


ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, დღეს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.