ლადო კახაძე: ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბადებამდე მყავს ნანახი

"ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბადებამდე მყავს ნანახი, მუცლადყოფნის პერიოდში", - ასე გამოეხმაურა პარლამენტში, პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე, ნიკოლოზ ბასილაშვილის დოჰას ტურნირში გამარჯვებას.

"ნიკოლოზ ბასილაშვილი ნანახი მყავს დაბადებამდე, მუცლადმყოფ პერიოდში და ნამდვილად არ მეგონა, რომ ასეთი დიდი გამაერთიანებელი ენერგიის წყარო გახდებოდა და ვულოცავ მას ამ გამარჯვებას. ვულოცავ მის მშობლებს და ყველა იმ ადამიას, ვინ გულშემატკვრობს.

მოწინააღმდეგე ბანაკს ვეტყვი - თქვენი გესლი და წინააღმდეგობა ნიკოლოზ ბასილაშვილში გარდაიქმნება იმ პოტენციალში, რომ ახალი მოწოდებით ახალ ეისს გააკეთებს და ერთი დარტყმით მოუგებს მოწინააღმდეგეს. რაც მეტს დაუპირისპირებდებით, მით მეტ წარმატებას შექმნის.

ადამიანის ორგანიზმში არის ასეთი ორგანო, ღვიძლი, რომელიც ყველა შხამს გადახარშავს და ისევ თავისი ორგანიზმის სასიკეთო ენერგიად აქცევს. დიახ, ასეთი ენერგიის მფლობელია ეს კაცი.

ყველა ადამიანს, ყველა ქართველს, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებს, ქვეყნის გარეთ მცხოვრებს, ვისაც ამ გამარჯვებამ სიხარული და სიამოვნება მიანიჭა, ყველა იმ ადამიანს მოვუწოდებ, რომ ჩვენ ჩვენი საკეთებელი საქმე მუხლჩაუხრელად ვაკეთოთ და რაც მთავარია, ქვეყნის ინტერესზე ორიენტირებული ვიყოთ. თითოეული ჩვენგანის კარგად ყოფნა არამარტო საკუთარი თავის კარგად ყოფნაა, ჩვენი ქვეყნის კარგად ყოფნა და შეკავშირებაცაა", - განაცხადა კახაძემ.