Reuters: ირანთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა FBI-ის დირექტორის პირადი ელექტრონული ფოსტა გატეხეს

ირანთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა FBI-ის დირექტორის პირადი ელექტრონული ფოსტა გატეხეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.


აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის კაშ პატელის პირადი ელექტრონული ფოსტა ირანთან დაკავშირებული ჰაკერების ჯგუფმა Handala Hack-მა გატეხა და ინტერნეტში ფოტოსურათები და დოკუმენტები გაავრცელა.


პატელის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევა ჰაკერების ჯგუფმა საკუთარ ვებგვერდზე დაადასტურა


FBI-მ განაცხადა, რომ ჰაკერების აქტივობის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ და მოპარული ინფორმაცია სამთავრობო დოკუმენტებს არ მოიცავს.