სამშაბათს, შეიარარებული პირები თავს დაესხნენ ავტობუსს, რომელშიც უნივერსიტეტის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. თავდამსხმელებმა მძღოლი და სტუდენტი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ბაღლანის პროვინციაში, ქალაქ პულ-ე-ხუმრის გარეუბანში მოხდა. ავტობუსს ბაღლანის უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტები გადაჰყავდა, რა დროსაც სატრანსპორტო საშუალებას შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ. ავტობუსში 25-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
სამინისტრომ თავდასხმაში თალიბანი დაადანაშაულა, მაგრამ შეიარაღებულმა ჯგუფმა უარყო მონაწილეობა.