ქართველი მილიარდერის მიხეილ ლომთაძის Kaspi-მ წარადგინა ახალი გადახდის მეთოდი, Kaspi Alaqan, რომელიც მაღაზიებში ხელისგულით, ტელეფონის, ინტერნეტ კავშირის ან ბარათის გარეშე გადახდის საშუალებას იძლევა.

ლომთაძის თქმით, გადახდის ეს ტექნოლოგია სწრაფად იძენს პოპულარობას ჩინეთში, თუმცა ყაზახურმა ვერსიამ არაერთი საკუთარი ინოვაცია წარმოადგინა და გაუმჯობესებაც აჩვენა.
Kaspi Alaqan პირველმა, UFC-ის მებრძოლმა შავკატ რახმონოვმა გამოსცადა.

კომპანიის ფინანსური ანგარიშის თანახმად, მხოლოდ 3 თვეში, 2026 წლის თებერვლის ბოლოსთვის, სერვისზე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი დარეგისტრირდა, რაც ალმათის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით მესამედია. იმ სავაჭრო ობიექტებში, სადაც ხელისგულით გადახდაა ხელმისაწვდომი, ტრანზაქციების 9%-ზე მეტი უკვე ამ ტექნოლოგიით სრულდება.
ცნობისთვის, მიხეილ ლომთაძე ოფიციალურად, ყველაზე მდიდარი ქართველია. forbes-ის მიხედვით, მისი ქონების ღირებულება 6 მლნ აშშ დოლარს, Bloomberg-ის შეფასებით კი - მისი ქონება 5.1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.