ფაშინიანი რუსეთში ჩავიდა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით რუსეთში იმყოფება. ვიზიტის შესახებ ფაშინიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.


მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში სომხეთის პრემიერ-მინისტრს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი დახვდა.


უფრო ადრე, სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატმა განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვს პირველ აპრილს ეწვეოდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გამართავდა.


რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სომხურ-რუსული მოლაპარაკებები შედგება, რომლის დროსაც ორი ქვეყნის ლიდერი ორმხრივ დღის წესრიგს, ასევე, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური და სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების განვითარების საკითხებს განიხილავს.