სომხეთის პარლამენტის სპიკერი „ტრამპის მარშრუტში“ რუსეთის მონაწილეობის შესაძლებლობას აბსურდულად მიიჩნევს

სომხეთის პარლამენტის სპიკერ ალენ სიმონიანის განცხადებით, TRIPP უპირველეს ყოვლისა, სომხურ-ამერიკული ინიციატივაა. Factor TV-სთან ინტერვიუში, რუსეთის ინტერესზე საუბრისას, სიმონიანმა აღნიშნა, რომ ეს არის დიდი სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი ქცევის ნორმალური ნიმუში.


„პირველ რიგში, TRIPP არის სომხურ-ამერიკული ინიციატივაა, თუ ვსაუბრობთ მსგავსი მარშრუტის ან გზის გახსნაზე, ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს ცალკე ინიციატივა, მაგრამ TRIPP-ის ფარგლებში ეს ცოტა აბსურდულად მიმაჩნია, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ TRIPP-მა არ იმუშაოს,“ – აღნიშნა ალენ სიმონიანმა.



 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი მოეწერა როგორც სამმხრივ, ასევე, ორმხრივ შეთანხმებებს. ამავე სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP).