შუა დერეფნის შესაძლებლობების შესასწავლად, გერმანია აზერბაიჯანსა და ყაზახეთში ბიზნეს მისიას გზავნის

გერმანიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, NRW.Global Business, 29 ივნისიდან 3 ივლისამდე აზერბაიჯანსა და ყაზახეთში ბიზნეს მისიას გაგზავნის. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მისიის მიზანია შუა დერეფნის [ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის] დინამიკური განვითარების კაპიტალიზაცია.


NRW.Global Business აღნიშნავს, რომ დერეფანში ტვირთების გადაზიდვის მოცულობა ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ ეს მოცულობა 2030 წლამდე კიდევ უფრო გაიზრდება.


„კომპანიებისთვის ეს მიმზიდველ ბიზნეს შესაძლებლობებს წარმოადგენს, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ 2030 წლისთვის დაახლოებით 20 მილიარდი ევროს პროგნოზირებული საინვესტიციო საჭიროებებია,“ - განაცხადა სააგენტომ.


ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს მონაცემები ამ მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვის სტაბილურ ზრდას აჩვენებს: 2019 წელს 759,000 ტონა, 2020 წელს 783,000 ტონა, 2021 წელს 586,000 ტონა, 2022 წელს 1,485 მილიონი ტონა, 2023 წელს 2,764 მილიონი ტონა და 2024 წელს 4,484 მილიონი ტონა. თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის მონაცემებით, შუა დერეფნის გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის მოცულობამ 2025 წელს 4,7 მილიონ ტონას მიაღწია.