,,ზღვარზე მყოფი ქვეყანა - საქართველოს მხარდაჭერის საქმე", - ამ სათაურით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი, სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი და შავი ზღვის რეგიონალური თანამშრომლობის დირექტორი ალინა ინაიე ერთობლივ სტატიას გერმანიის მარშალის ფონდის ოფიციალურ ვერბგვერდზე აქვეყნებენ. წერილის თანახმად,
2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი საპროტესტო გამოსვლები და პოლიტიკური მოლაპარაკებები აჩვენებს პოლიტიკურ სისტემას, რომელიც გარკვეულ პირთა ტყვეობაში რჩება და ძნელად წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს. ეს მდგომარეობა გავლენას ახდენს საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციაზე, რომლისკენაც ქართველი ხალხი კვლავ მყარად ისწრაფვის. ეს განსაკუთრებით აისახება მის ურთიერთობებზე შეერთებულ შტატებთან.
ქვეყანაში შეჭრის გარდა, პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევით, რუსეთმა გამოიყენა მთელი არსენალი, რათა საქართველო მაქსიმალურად შორს ყოფილიყო დასავლეთისგან. შეერთებულმა შტატებმა ძალზედ დიდი დახმარება გაუწია საქართველოს.
საქართველოს ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა არამხოლოდ სასურველია, არამედ აუცილებელია. მისი დამსახურებით, ევროკავშირმა მკაცრი პოზიცია დაიკავა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით - არასრულყოფილი არჩევნების ჩატარება, ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრება და მთავრობასა და ოპოზიციას შორის განმეორებითი მოლაპარაკებები - ევროკავშირმა მოუწოდა ქართულ პოლიტიკურ პარტიებს "ფართო კონსენსუსის" მიღწევისკენ.
საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან უფრო მკაცრი რეაგირება უნდა გამოიწვიოს. საქართველო ჯერ არ უნდა დაგვავიწყდეს", - ნათქვამია სტატიაში.