Reuters-ის წყაროს ცნობით, ირანმა დაარტყა საუდის არაბეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენს, რომელიც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მას სწორედ ამ გზით გააქვს ნავთობი მაშინ, როცა ჰორმუზის სრუტე პრაქტიკულად დაკეტილია.
ამ დროისთვის ზიანის მასშტაბი ჯერ კიდევ ფასდება. წყაროს თქმით, თავდასხმის დროს სხვა ენერგეტიკული ობიექტებიც იყო სამიზნე, რაც ზრდის რისკს, რომ ნავთობის მიწოდება გართულდეს და ენერგომატარებლების ფასები კიდევ გაიზარდოს.
ირანმა დააზიანა საუდის მთავარი ალტერნატიული ნავთობის მარშრუტი. დაზიანების ზუსტი მასშტაბი ჯერ უცნობია.
წყაროების მიხედვით, იანბუს პორტში ნავთობის ჩატვირთვა გაგრძელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზიანება შესაძლოა, კრიტიკული არ აღმოჩნდა. ზარალის შეფასება მიმდინარეობს. ხსენებულ პორტი ერთადერთი გამოსავალია საუდის არაბეთის ნედლი ექსპორტისთვის, რადგან ჰორმუზის სრუტის დე ფაქტო დახურვა, მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდი ექსპორტიორისგან ექსპორტს აფერხებს.
Reuters-ის ცნობით, ლიბანზე ისრაელის დარტყმები საფრთხეს უქმნის ირანში ცეცხლის შეწყვეტას, ჰორმუზის სრუტე კვლავ დაკეტილია.
ცნობისთვის, საუდის არაბეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენი (East-West pipeline) არის დიდი მილსადენი, რომელსაც ნავთობი ქვეყნის აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე გადააქვს.
ის იწყება სპარსეთის ყურის მხარეს, სადაც საუდის არაბეთის ნავთობის მთავარი საბადოებია. გადის ქვეყნის ტერიტორიაზე და მთავრდება წითელი ზღვის პორტ იანბუში. მას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ნავთობის გატანა ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით არის შესაძლებელი — კერძოდ, ეს არის ალტერნატიული მარშრუტი, თუ სპარსეთის ყურეში გადაადგილება რთულდება.