ჰაკერული თავდასხმის შემდეგ, Booking.com მომხმარებლებს აფრთხილებს

ჰაკერებმა მომხმარებლის მონაცემები მოიპარეს, რამაც ექსპერტების აზრით, შეიძლება, თაღლითური შემთვევების ზრდა გამოიწვიოს, რადგან მომხმარებლებს მოტყუებით აიძულებენ, კრიმინალებს ფული გადაუხადონ. ზოგიერთმა მომხმარებელმა BBC-ს და განუცხადა, რომ მათ უკვე დაიწყეს საეჭვო შეტყობინებების მიღება.


Booking.com აცხადებს, რომ დაზარალებულ მომხმარებლებს ელექტრონული ფოსტით გააფრთხილებს.


ჰოლანდიური კომპანია უარს ამბობს ინფორმაციის გასაჯაროებაზე, თუ რამდენი ადამიანი დაზარალდა და რომელ რეგიონებში. პლატფორმა აცხადებს, რომ 2010 წლიდან, თითქმის შვიდი მილიარდი რეგისტრაცია ფიქსირდება, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ სერვისად აქცევს.


მომხმარებლებისთვის გაგზავნილ ელფოსტაში კომპანია განმარტავს: „ჩვენ ცოტა ხნის წინ შევნიშნეთ, რომ საეჭვო აქტივობამ გავლენა მოახდინა რიგ ჯავშანზე და დაუყოვნებლივ მივიღეთ ზომები პრობლემის აღმოსაფხვრელად.“ წერილის მიხედვით, დამნაშავეებს შეეძლოთ წვდომა სახელებზე, ელექტრონული ფოსტის მისამართებზე, ტელეფონის ნომრებსა და წარსული და ამჟამინდელი ჯავშნების დეტალებზე. მომხმარებლების ფინანსურ ინფორმაციაზე წვდომა დაფიქსირებულა.


კიბერუსაფრთხოების კომპანია Norton-მა თაღლითობებს „ჯავშნების გატაცება“ უწოდა, რადგან კრიმინალები დაუკავშირდნენ Booking.com-ის მომხმარებლებს და ისინი სასტუმროების წარმომადგენლებად ასაღებდნენ თავს, რათა მსხვერპლები მოატყუონ და მათგან ფული მიიღონ.