გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვნის განაჩენი გამოცხადდა.
თავდაპირველად, არასრულწლოვნებს ზ.ხ.- სა და ა.ქ.-ს 14-14 წლიანი სასჯელი მიესაჯათ, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებიდან გამომდინარე, მათ სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდათ და პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს გაატარებენ.
განაჩენი მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ და მოსამართლემ ბიძინა სტურუამ გამოაცხადა.
მათგან სამ სრულწლოვანს ამავე დღეს 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, არასრულწლოვნების სასჯელის გამოცხადების პროცესი კი გადადგო.