2020 წლის 22 ოქტომბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კიდევ 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2173 შეადგინა.
ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილურობისთვის რეზერვები წელს არაერთხელ გაყიდა. მხოლოდ ოქტომბერში სებ-მა უკვე 110 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე, სექტემბერში კი - 150 მილიონზე მეტი.
საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებით დაეცა პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე. 7 თვის წინ, პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის 23 თებერვალს ერთი ევროს ოფიციალური კურსი - 3.0571 ლარი იყო, ხოლო 1 აშშ დოლარის - 2.8299 ლარი. დღეს 1 დოლარი ოფიციალურად 3.2274 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.8267 ლარი. ამ პერიოდში ლარი ევროსთან 77 თეთრით გაუფასურდა, ხოლო დოლართან - 40 თეთრით.