ოლივერ ვარჰეი: განვიხილეთ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და გადაწყვეტის საჭიროება

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეიმ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და გადაწყვეტის საჭიროებებზე ისაუბრეს.

„შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომამდე. განვიხილეთ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და გადაწყვეტის საჭიროება, ასევე ბრძოლა Covid-19“-ის წინააღმდეგ და ეკონომიკის აღდგენა პანდემიის შემდგომ“, – წერს ევროკომისარი Tweeter-ზე ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის დღეს შეხვდა.

იქამდე, ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჟოზეფ ბორელთან.