საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტი ეხმაურება.
„შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. ჩვენს სახელმწიფოებს შორის მართლაც არსებობს გადაუჭრელი საკითხები. მნიშვნელოვანია დიალოგი ყველა დონეზე.
უკრაინა ყოველთვის პატივს სცემდა და კვლავაც აგრძელებს საქართველოს, მისი სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხისადმი პატივისცემას. მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას," - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
დამატებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ შეხვდა ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს:
„გავცვალეთ მოსაზრებები რიგ ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე. ასევე, განვიხილეთ ევროპული ინტეგრაცია და ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი გლობალურ საქმეებში.“~
სიბიჰას თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივად მომგებიანი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების საკითხი
„შევთანხმდით, რომ შემდგომ კონტაქტს გავაგრძელებთ,“ - წერს სიბიჰა.