საფრანგეთმა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია გააფორმეს

საფრანგეთმა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი.


დოკუმენტი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში გააფორმეს.

დეკლარაცია ემანუელ მაკრონის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.


დოკუმენტის ხელმოწერამდე ფაშინიანსა და მაკრონს შორის შეხვედრა გაიმართა.