სომხეთმა და საფრანგეთმა გააფორმეს შეთანხმება ბაგუშატის გვირაბის მშენებლობაზე, რომელიც ირან-სომხეთის და საქართველო-სომხეთის სასაზღვრო მონაკვეთებს დააკავშირებს

სომხეთმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალზე ბაგუშატის გვირაბის მშენებლობის შესახებ. სომხური მედია წერს, რომ გზა ირანიდან საქართველოს საზღვრამდე მანძილს შეამცირებს, რაც სომხეთში გადაადგილებას უფრო სწრაფს გახდის და ახალ სატრანზიტო შესაძლებლობებს შექმნის, მანძილს 550 კმ-დან 490 კმ-მდე შეამცირებს, რაც დააჩქარებს სომხეთში გადაადგილებას და ქვეყნისთვის ახალ სატრანზიტო შესაძლებლობებს შექმნის (მათ შორის, ირანიდან შავ ზღვამდე საქონლის გადატანისთვის).


“როდესაც პრეზიდენტ მაკრონთან პირველად განვიხილავდით ამ თემას, ჩვენს მოტივაციაზე ვეუბნებოდი. ყოველთვის ვსაუბრობთ ევროპული სტანდარტების დანერგვის საჭიროებაზე სხვადასხვა სფეროში, მაგრამ გვჭირდება კომპანიები, რომლებსაც შესაბამისი ცოდნა და უნარები გააჩნიათ ამ სტანდარტების დასანერგად და ამ შემთხვევაში, გზის ამ მონაკვეთის მშენებლობაში ფრანგული კომპანიების ჩართვა, რომლებიც, თავის მხრივ, ადგილობრივ კონტრაქტორებს მიიზიდავენ, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გააჩენს სომხეთის ეკონომიკაში,“ - განაცხადა ფაშინიანმა.


მანვე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ-სომხეთის გზატკეცილი ერთ-ერთი სუპერპროექტია, რომლის რეალიზებაც სომხეთში ხდება, ხოლო ბარგუშატის მონაკვეთი ყველაზე რთულია და მის მშენებლობას განსაკუთრებული უნარები სჭირდება.


“და საფრანგეთი და პრეზიდენტი მაკრონი გვერდში დაუდგნენ სომხეთს, და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩრდილოთ-სამხრეთი სუპერპროექტი უკვე იღებს ფორმას და წარმოვიდგენთ ნაბიჯებს, რომლებსაც გადავდგამთ ამ გზის სრულად ექსპლუატაციაში შესაყვანად,” - განაცხადა ფაშინიანმა.


საფრანგეთის პრეზიდენტი ორდღიანი ვიზიტით სომხეთში იმყოფება. თურქული სააგენტო Anadolu წერს, რომ ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური დინამიკის ცვლილების ფონზე ხორციელდება, სადაც ერევანი ცდილობს საგარეო პოლიტიკური კავშირების დივერსიფიკაციას და ევროპასთან პარტნიორობის გაძლიერებას. 3-4 მაისს, ერევანმა ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტს და ევროკავშირი-სომხეთის პირველ სამიტს უმასპინძლა.