ჟოზეპ ბორელი: ყველას ვთხოვთ, რომ ქართველი ხალხის ინტერესები დააყენონ პირველ რიგში და კომპრომისზე წავიდნენ

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განცხადებით, საქართველოში ყველა პოლიტიკურ მხარეს მოუწოდებს, რომ ქართველი ხალხის ინტერები დააყენონ პირველ რიგში და კომპრომისზე წავიდნენ.

როგორც ბორელმა განაცხადა, ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ევროკავშირი დიდი ხანია ჩართულია ფასილიტაციის პროცესში და სულ ახლახანს ფასილიტაციიდან დიალოგის რეჟიმზე გადავიდნენ, რომელიც გულისხმობს მედიაციას.

,,შეხვედრა გვქონდა ასოცირების საბჭოს ჩარჩოს ფარგლებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ეს ტარდება ძალიან მნიშვნელოვან მომენტში თქვენი ქვეყნისთვის, იმდენად რამდენადაც, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ევროკავშირი გამუდმებით იმეორებდა, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე ერთ პლატფორმაზე უნდა მოექცეს და არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში უნდა მოახერხოს ურთიერთობა.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქართველოსთვის მაშინ, როდესაც ქვეყანა ებრძვის კორონავირუს და სამომავლოდ ძალიან ფართო რეფორმების დღის წესრიგი აქვს განსახორციელებელი, ეს არის საარჩევნო სისტემის რეფორმა, სასამართლო სისტემის რეფორმა და მთავრობისთვის ეს გულისხმობს მაღალი კლასის ლიდერობის დემონსტრირებას.

ბატონ პრემიერ-მინისტრს ვუთხარი, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მმართველს პარტიას, რომ სამომავლოდ პოლიტიკურ სპექტრში შეთანხმებას მიაღწიოს. სამომავლოდ, პოლიტიკური საქმიანობა, არ არის ჯანსაღი ფუნქციონირებად დემოკრატიაში თუ არ იარსებებს დიალოგი.

ჩვენ პარლამენტის გვერდის ავლით ვერ მოვახდენთ პლურალიზმის დამკვირდრებას ქვეყანაში. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა მოთამაშეს უფრო ფართოდ უნდა ესმოდეს რა შედეგები შეიძლება მოიტანოს და ყველას ვთხოვთ, რომ ქართველი ხალხის ინტერების დააყენონ და კომპრომისზე წავიდნენ.

თქვენ კარგად იცით, რომ ევროკავშირი დიდი ხანია ჩართულია ფასილიტაციის პროცესში და სულ ახლახანს ჩვენ ფასილიტაციიდან გადავედით დიალოგზე, რომელიც გულისხმობს მედიაციას.

საქართველოში იმყოფებოდა შარლ მიშელი, დღეს ჩვენი საუბრის ფორმალური ნაწილი მედიაციის პროცესზე იყო კონცენტრირებული, ეს ინფორმაცია მივიღეთ, როგორც შარლ მიშელისგან ასევე ბატონ კრისტიან დანიელსონისგანაც. გვინდა, რომ ოპოზიციური და მმართველი ძალის წარმომადგენლები სრულად იყვნენ ჩართულნი.

შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული, მაგრამ, როგორც პრემიერ-მინისტრი ბრძანებს ვალდებულება აღებულია კონსტრუქციულ დიალოგზე და პროგრესზე, იგივე უნდა მოხდეს ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც.

მომდევნო დღეებში ბატონი დანიელსონი კონკრეტულ შეთავაზებებს გააკეთებს იმ ასპექტებზე, რაზეც საუბარი გვქონდა და ვნახავთ სიტუაცია როგორ განვითარდება ორივე მხრიდან, ორივე მხრიდან უნდა მოხდეს ურთიერთმისაღები შეთანხმების მიღწევა, თუმცა ეს არ იყო ერთთადერთი საკითხი, რაზეც საუბარი გვქონდა ასოცირების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე.

ეს შეხვედრა იყო შანსი შეგვეფასებინა საერთო თანამშრომლობის ასპექტები, ჩვენი ფართომასშტაბიანი ასოცირების შეთანხმება, როგორც ევროკომისარმა ბრძანა საუბარი გვქონდა ამჟამინდელ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველომ COVAX-პლატფორმისგან მიიღო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა", - განაცხადა ბორელმა.