„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
„შეუდარებელმა ქართველმა გარემარბმა უდიდესი როლი ითამაშა პარიზელების მიერ ზედიზედ მეორე ტიტულის მოპოვებაში. ტურნირის განმავლობაში მან 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა, ის მარცხენა ფლანგზე ბრწყინვალე თამაშით გამოირჩეოდა.
გადამწყვეტი ფიგურა იყო „არსენალის“ წინააღმდეგ მოგებულ ფინალშიც, სადაც კრისტიან მოსკერამ საჯარიმოში წააქცია და პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი უსმან დემბელემ ზუსტად შეასრულა და ლუის ენრიკეს გუნდმა ანგარიში გაათანაბრა.
შეიძლება, ითქვას, რომ კვარაცხელიას საუკეთესო თამაში „ბაიერნთან“ 5:4 მოგებულ დაუვიწყარ პირველ ნახევარფინალურ მატჩში ვიხილეთ, როცა ჯერ ულამაზესი მოჭრილი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა (1:1), მეორე ტაიმში კი უძლიერესი გასროლით შესანიშნავ სტილში დუბლი გაიფორმა,“ – წერს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.
კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში, 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მან მოედანზე 1141 წუთი გაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. „პარი სენ-ჟერმენმა“ ქართველ ფეხბურთელთან ერთად ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.