ისრაელი და ლიბანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
მხარეებს შორის ვაშინგტონში, 2-3 ივნისს გამართული მოლაპარაკების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის, ლიბანისა და ისრაელის ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა.
შეთანხმების დაცვის პირობაა „ჰეზბოლას“ მიერ ცეცხლის სრულად შეწყვეტა და მისი შეიარაღებული ჯგუფების გასვლა მდინარე ლიტანიდან სამხრეთში მდებარე სექტორიდან. განცხადების თანახმად, ლიბანი და ისრაელი აშშ-ის შუამავლობით შეთანხმდნენ, რომ უახლოეს ხანში დაიწყება შექმნა საცდელი ზონების, რომლებსაც მხოლოდ ლიბანის არმია გააკონტროლებს არასახელმწიფო ძალების მონაწილეობის გარეშე.
აშშ ლიბანის სამთავრობო ძალებს მხარდაჭერას ჰპირდება. ამ ნაბიჯებმა ხელი უნდა შეუწყოს პროგრესს ლიბანსა და ისრაელს შორის მშვიდობისა და უსაფრთხოების ყოვლისმომცველი შეთანხმების მისაღწევად. ამ საკითხზე მოლაპარაკებები გაგრძელდება 22 ივნისის კვირიდან.
ისრაელსა და ლიბანს შორის მომავალი ურთიერთობების საკითხი უნდა გადაწყვიტოს ორმა სუვერენულმა მთავრობამ და კატეგორიულად უარყოფილია სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო სუბიექტების მცდელობები, მძევლად აიყვანოს ლიბანის მომავალი. ლიბანის, ისრაელის და აშშ-ის ერთობლივ განცხადებას ჰეზბოლა 3 ივნისს არ გამოხმაურებია.
ცნობისთვის, „ჰეზბოლას“ სამხედრო ფრთა ისრაელს, აშშ-ს და ევროკავშირს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული. ვაშინგტონის შეფასებით, „ჰეზბოლა“ არამხოლოდ აშშ-ისა და ისრაელის, არამედ, ლიბანის მტერიც არის.