აზერბაიჯანი აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ჩინეთთან ტვირთების გადაზიდვის სფეროში მონაცემთა პირდაპირი გაცვლის სისტემის შექმნაზე, განაცხადა ციფრული ლოგისტიკური პლატფორმის (DLP) პროექტის ხელმძღვანელმა, ეთირამ გულიევმა, ბაქოში გამართული კასპიის ზღვის მე-2 საერთაშორისო ტრანსპორტის, ტრანზიტისა და ლოგისტიკის ფორუმზე. აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა ერთობლივად მოამზადეს და ჩინურ მხარეს წარუდგინეს შესაბამისი გზამკვლევი.
პროექტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამჟამად საქართველო რჩება შუა დერეფნის ერთადერთ მთავარ ქვეყნად, რომელიც ჯერ არ შეერთებია ამ ციფრული ინტეგრაციის პროცესს.
თუმცა მისი მონაწილეობა უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი.
ეთირამ გულიევის თქმით, სისტემასთან საქართველოს მიერთება ერთიანი ციფრული ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შექმნის დასრულებას და მთელი მარშრუტის გასწვრივ მონაცემთა შეუფერხებელი გაცვლის უზრუნველყოფას შესაძლებელს გახდის.