“ევროპელი სოციალისტების” წევრი, დეპუტატი დავით ზილფიმიანი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელწოდებაში სიტყვათა თანმიმდევრობის შეცვლის ინიციატივით გამოდის.
“უფრო უპრიანი ხომ არ არის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწოდებოდეს საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროდ, იმიტომ, რომ უფრო მეტ ქვეყანაში, სადაც ეს ორი სამინისტრო ერთად არის, ჯერ მეცნიერებაა და ჟღერადობისთვისაც უფრო უკეთესია. თუ საწინააღმდეგო არ იქნება, მე მგონი, ამის შეცვლა შესაძლებელი იქნებოდა”, – განაცხადა ზილფიმიანმა.
საქართველოს პარლამენტმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფას და კულტურის სამინისტროს ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბებას მხარი დაუჭირა.