ზელენსკიმ პუტინს ღია წერილით მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მოუწოდა, შეწყვიტოს ომი და დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები. ზელენსკი გამოდის წინადადებით შეხვედრა გაიმართოს პიდაპირი ფორმით, ნეიტრალურ ტერიტორიაზე, აშშ-ის და ევროპის ქვეყნების მონაწილეობით.


  • “უკრაინა ჩვენსა და თქვენს შორის ომის დასრულების წინადადებით გამოდის. შეხვედრას გთავაზობთ. "არ შეგეშინდეთ ომიდან გასვლის გზის არჩევის - ეს არის მთავარი, რაც ახლა თქვენგან საჭიროა." 

ყველამ გაიგონა თქვენი წარმომადგენლები ღიმილით როგორ ამბობდნენ, რომ მოსკოვში უნდა ჩავიდე, მაგრამ 26 წლის შემდეგ, თქვენს დედაქალაქში უკრაინის ლიდერს არაფერი ესაქმება, ისევე, როგორც — რუსეთის ლიდერს კიევში.


არიან ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად მასპინძლობენ ლიდერებს ომისა და მშვიდობის საკითხების მოსაგვარებლად. შვეიცარია, თურქეთი, არაბული სამყაროს ქვეყნები - ბევრს შეუძლია და სურს ასეთი შეხვედრის მასპინძლობა.


ლიდერები წყვეტენ საკვანძო საკითხებს  ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება.

გთავაზობთ შეხვედრის კონკრეტული თარიღის ჩანიშვნას," - წერს ზელენსკი.


ომის დასრულების მოლაპარაკებები 

"გავიგეთ, ალასკაში როგორ დადეთ პირობა უკრაინასთან და ევროპასთან დაკავშირებით რაღაც საკითხების მოგვარებაზე. მაგრამ როგორც ხედავთ, უკრაინული და ევროპული საკითხები ანკორიჯში არ წყდება.

სხვა გარკვეულ მონაწილეებს შეეძლებათ ჩვენს შორის დაწყებული ორმხრივი მოლაპარაკებებისადმი შეერთება.


ვინაიდან ომი ევროპაში მიმდინარეობს, და ჩვენ უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება და თქვენ თქვენთვის გინდათ უსაფრთხოების გარანტიები, ლოგიკურია მათი მოწვევა, ვისაც ნამდვილად შეუძლია გარანტორის როლის შესრულება.


გვჯერა, რომ ევროპის მონაწილეობა საჭიროა — მათი, ვისაც გავლენის მოხდენა ნამდვილად შეუძლია. .

ჩვენ გვჯერა, რომ აშშ უნდა იყოს პროცესში, და ამას შეუძლია მსოფლიოს ჩვენს ნაწილში უსაფრთხოების ახალი კონფიგურაციის განსაზღვრა,” - ნათქვამია ზელენსკის წერილში.


უკრაინის პრეზიდენტი წერილში აღნიშნავს, რომ თუ ვლადიმერ პუტინი არ მივა იდეამდე, რომ ომის დასრულების დროა, უკრაინა ბრძოლას გააგრძელებს არსებობისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინს გაცილებით რთული ბრძოლა მოუწევს, არა რუსეთის, არამედ, პერსონალური არსებობისთვის.


ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ ეს მუქარა არ არის, არამედ, ფაქტია რუსეთის ისტორიიდან.


„გვჭირდება იმის განსაზღვრა, თუ როგორი მომავალი ექნებათ უკრაინელებსა და რუსების მომავალ თაობებს. თუ თქვენ პერსონალურად თქვენს აზრებში არ მიხვალთ იმ იდეამდე, რომ ამ ომის დასრულების დროა, უკრაინა გააგრძელებს თავისი არსებობისთვის ბრძოლას. გვეყოლება ისინი, ვინც მხარს დაგვიჭერს. მაგრამ ასევე მოგიწევთ გაცილებით უფრო რთული ბრძოლა თქვენი არსებობისთვის — არა რუსეთის, არამედ პირადად თქვენი. და ეს მუქარა არაა ჩემგან ან უკრაინისგან. ეს რუსეთის ისტორიის ფაქტებია, რომლებიც კარგად იცით: რუსეთი იღლება, ცვლილებები ხდება,” - ნათქვამია ზელენსკის წერილში.


უკრაინის პრეზიდენტი ომზე პასუხისმგებლობას აკისრებს პირადად პუტინს და აცხადებს, რომ კონფლიქტი იყო მისი შეგნებული არჩევანი. "რასაც უნდა ამბობდეთ NATO-ზე, გეოპოლიტიკასა და რუსულ ენაზე, ეს ომი არის თქვენი პირადი არჩევანი — ომი — რეალური მიზეზის გარეშე," — წერს უკრაინის პრეზიდენტი.


ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის საზოგადოება სულ უფრო მეტად იღლება ომის შედეგებით. მისი თქმით, რუსეთის ხალხს "არ მოსწონს ჩვენი დრონები და რაკეტები", "არ მოსწონს ბენზინის დეფიციტი და ფასების მუდმივი ზრდა", ასევე, "არ მოსწონს, რომ პუტინის ომს ბოლო არ უჩანს."


უკრაინის პრეზიდენტი წერს, რომ რუსეთს დიდი დანაკარგები აქვს ფრონტზე. "გუშინ ჩავიბარე ანგარიში ფრონტზე თქვენი არმიის დანაკარგების შესახებ, უკრაინაში, მაისის თვეში. ის კვლავ აჭარბებს 30 ათას მოკლულ და მძიმედ დაჭრილ რუსს," - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.


ზელენსკი ამავე წერილში წერს, რომ რუსეთის მიერ ომის 2027-28 წლებამდე გაჭიანურების გეგმების შესახებ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაცია აქვს.


  • „ჩვენ ასევე ვიცით, რომ იმედოვნებთ, ბალისტიკური იარაღი შეძლებს იმას, რაც სხვამ ვერ შეძლო. გსურთ, ბელარუსი კიდევ უფრო ღრმად ჩაითრიოთ ომში და ახლა ჩვენც იძულებული ვართ, ამისთვის მოვემზადოთ. ვხედავთ, რომ რაღაც თამაშს თამაშობთ დნესტრისპირეთთან დაკავშირებით. თქვენი პროპაგანდისტები ამა თუ იმ ფორმით რუსეთის ყველა მეზობელს ემუქრებიან. მართლა გსურთ ამ ყველაფრის გავლა? არჩევანი ახლა თქვენზეა. საკმარისია ომი. უკრაინას ამ ომის დასრულების შეთავაზება აქვს. ეს უნდა გავაკეთოთ გულწრფელად, ღირსეულად და უზრუნველვყოთ, რომ ახალი ომი არ დაიწყება.“