უკრაინამ და მისმა სამმა ევროპელმა მოკავშირემ სამართლიანი მშვიდობის ხუთი პირობა შეათანხმეს

უკრაინისა და მისი ახლო ევროპელი მოკავშირეების - დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა რუსეთთან ომის დასრულების „სამართლიანი და მდგრადი“ შეთანხმების მისაღწევად ხუთი პირობა წამოაყენეს. ლონდონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივ განცხადებაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სერ კირ სტარმერმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადეს, რომ ისინი „მტკიცედ დარჩებიან უკრაინის გვერდით.“

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 7 ივნისს ლონდონში შეხვდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.

ხუთი პირობა მოიცავს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, მოლაპარაკებების დაწყებას ამჟამინდელი პოზიციიდან, ასევე უკრაინისთვის „მტკიცე“ უსაფრთხოების გარანტიებს. ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-ის პროცესის ნაწილის ყოფნის აუცილებლობა იმ დროს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყურადღება ირანთან ომზეა გადატანილი.

შეხვედრის შემდეგ ლიდერების მიერ გამოქვეყნებული განცხადებით, პუტინს მოუწოდეს, დასთანხმდეს ცეცხლის დაუყოვნებლივ და სრულად შეწყვეტას.

მოლაპარაკებებისთვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ფრონტზე ამჟამად არსებული ე.წ. შეხების ხაზი. საერთაშორისო საზღვრები ძალით არ უნდა შეიცვალოს. სრული პატივისცემა უკრაინის სუვერენული უფლების, თავად აირჩიოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და შექმნას ალიანსები.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ უკრაინას უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საიმედო, იურიდიული გარანტიები, რაც მოიცავს უკრაინაში საერთაშორისო ძალების განთავსებასაც.
რუსეთის აქტივები გაყინული იქნება, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიულ ომს და უკრაინას მიყენებული ზიანისთვის კომპენსაციას არ გადაუხდის.

შეთანხმებაში გათვალისწინებული უნდა იყოს ევროპის უსაფრთხოების ინტერესები. ნებისმიერ მოლაპარაკებას, რომელიც ევროკავშირს და ნატოს ეხება, სჭირდება მხოლოდ ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების და ნატოელი მოკავშირეების თანხმობა.

შაბათს, 6 ივნისს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქი, სანქტ-პეტერბურგი, დაბომბეს, როდესაც ის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფორუმის ბოლო დღეს მასპინძლობდა - თავდასხმას რუსეთის ხელისუფლება „უპრეცედენტოდ“ მიიჩნევს.