16-დან 26 ივნისის ჩათვლით, სუვალკის დერეფნის მახლობლად, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიაზე გაიმართება საერთაშორისო წვრთნები „Gallant Boar 2026“, რომელშიც ლეიტუველი ჯარისკაცები პოლონეთისა და საფრანგეთის შეიარაღებული ძალებთან ერთად ჩაერთვებიან.
საერთაშორისო წვრთნების მთავარი მიზანი ერთობლივი სამხედრო ოპერაციების ჩატარება და მოკავშირე ძალებს შორის მოქმედებების კოორდინაციაა.
წვრთნების დროს მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ქვეყნების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას. ასევე, განავითარებენ ამ გეოგრაფიულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტერიტორიის სწრაფ და ეფექტიანი დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო უნარებს.
შეგახსენებთ, 10 ივნისს გამოცხადდა, რომ ლიეტუვაში განლაგებული ახალი გერმანული სატანკო ბრიგადა ბალტიისპირეთის ქვეყანაში პირველ საბრძოლო წვრთნებს ატარებს.
მაისის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალია, რუმინეთში დაახლოებით 100 ჯარისკაცს და რამდენიმე გამანადგურებელს გზავნის მისიის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს რუმინელი ჯარისკაცების მომზადებას რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად.