ლიეტვა იგნალინის ატომურ ელექტროსადგურზე РБМК ტიპის რეაქტორების აქტიური ზონის დემონტაჟისთვის ემზადება — ეს იმავე ტიპის რეაქტორებია, როგორიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე იყო. მსგავსი სამუშაო მსოფლიოში ჯერ არავის ჩაუტარებია.
დემონტაჟი თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სპეციალური დანადგარებით შესრულდება, რადგან მაღალი რადიოაქტიურობის გამო, ადამიანების პირდაპირი ჩართვა შეზღუდულია. გრაფიტული ნაწილების დაშლაში, სავარაუდოდ, აშშ-ის ან საფრანგეთის სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას.
სადგურზე სამუშაო 2049 წლამდე უნდა დასრულდეს. ბირთვული საწვავი უკვე ამოღებულია და 50 წლით საცავშია გადატანილი, ხოლო საბოლოო გეოლოგიური საცავის ადგილი მომავალში განისაზღვრება.
ამასთან, ქალაქი ვისაგინასი რადიაქტიული ტურიზმის ცენტრად განვითარებასაც გეგმავს.