ირაკლი ღარიბაშვილი: შემდეგი არჩევნები 2024 წელს ჩატარდება

"შემდეგი არჩვენები 2024 წელს ჩატარდება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩემი პრეროგატივა არ არის, გადავწყვიტო, როდის ჩატარდება არჩევნები. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ ეუთომ, ოდირმა, ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა აღიარა, რომ 2020 წლის არჩევნები იყო კონკურენტული, თავისუფალი და სამართლიანი.

შემდეგი არჩვენები 2024 წელს ჩატარდება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.