ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხი მისი გადასაწყვეტი არ არის.
როგორც ბორელმა ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, ეუთომ დაადგინა, რომ ოქტომბრის არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო.
,,ჩემი გადასაწყვეტი არ არის, როდის რა ჩატარდება. ეუთოს მიაჩნია, რომ ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო", - განაცხდა ბორელმა.
ცნობისთვის, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.