თოყაევის თქმით, საქართველო „გამოცდილი და უაღრესად სანდო პარტნიორია.“
„მსურს, აღვნიშნო ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია. თქვენი ძლიერი ლიდერობა საშუალებას აძლევს საქართველოს, წარმატებით გაუმკლავდეს რთულ გამოწვევებს და ამავდროულად შეინარჩუნოს განვითარების სტაბილური კურსი,“ - მიმართა ყაზახეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
„მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მოგილოცოთ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელება და რეფერენდუმის ჩატარება. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ლიდერობის პირობებში განხორციელებული რეფორმები კიდევ უფრო გააძლიერებს ყაზახეთის განვითარებას და ინსტიტუციურ მდგრადობას,“ - განაცხადა თავის მხრივ, კობახიძემ და ყაზახეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.
თოყაევმა „ყაზახეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის აღსანიშნავად“ კობახიძეს „მეგობრობის” პირველი ხარისხის ორდენი გადასცა.