ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი მხარეებს კონკრეტული შეთავაზებებით მიმართავს. ამის შესახებ მან ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
,,მომდევნო დღეებში ბატონი დანიელსონი კონკრეტულ შეთავაზებებს გააკეთებს იმ ასპექტებზე, რაზეც საუბარი გვქონდა და ვნახავთ სიტუაცია როგორ განვითარდება ორივე მხრიდან, ორივე მხრიდან უნდა მოხდეს ურთიერთმისაღები შეთანხმების მიღწევა", - განაცხადა ბორელმა.