რუტე: ჩემი გზავნილი პუტინისთვის ასეთია, NATO-ს ვერ დაამარცხებთ, ნუ გვეთამაშებით

NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ანკარაში, სამიტის პლენარული სხდომის გახსნამდე მოუწოდა რუსეთს და ვლადიმერ პუტინს, ნუ ეთამაშებიან ალიანსს. რუტემ უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს იმის შესახებ, თუ რა შეიძლება, იყოს მისი გზავნილი რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის მიმართ.


„ჩემი გზავნილია, რომ ეს ალიანსი, რომელიც შედგება ევროპაში, კანადასა და შეერთებულ შტატებში მცხოვრები მილიარდი ადამიანისგან, დაიცავს ჩვენი ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს. თქვენ ვერ დაამარცხებთ NATO-ს. ჩვენ თავდაცვითი ხასიათის ადამიანები ვართ, ჩვენ არასდროს არავის დავესხმებით თავს. ჩვენ მხოლოდ ჩვენი ცხოვრების წესს, ჩვენს დემოკრატიებს, ჩვენს ტერიტორიას დავიცავთ. ასე რომ, ნუ გვეთამაშებით,“ - აღნიშნა რუტემ.