კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მსოფლიოს 5%-6% არის აცრილი, კერძოდ 381 000 000 მილიონი აცრა არის გაკეთებული მსოფლიოს 133 ქვეყანაში.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 6 000 000-დან 7 000 000 -მდე ადამიანი იცრება.
გამყრელიძემ ბრიფინგზე დაასახელა იმ ქვეყნების ათეული, რომლებიც ვაქცინაციის გზაზე მოწინავე პოზიციებს იკავებენ:
1. ამერიკის შეერთებული შტატები 109 000 000 ვაქცინირებული;
2. ჩინეთი 65 000 000 ვაქცინირებული;
3. ევროკავშირი 50 000 000 ვაქცინირებული;
4. ინდოეთი 31 000 000 ვაქცინირებული;
5. გაერთიანებული სამეფო 26 000 000 ვაქცინირებული;
6. ბრაზილია 13 000 000 ვაქცინირებული;
7. თურქეთი 11 000 000 ვაქცინირებული;
8. ისრაელი 9 000 000 ვაქცინირებული;
9. გერმანია 9 000 000 ვაქცინირებული;
10. რუსეთი 8 500 000 ვაქცინირებული;