ზელენსკი: უკრაინამ თურქეთთან და აზერბაიჯანთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა დაიწყო და სწრაფად მივიწევთ წინ

უკრაინამ თურქეთთან და აზერბაიჯანთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა დაიწყო.


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორივე ქვეყანას მადლობა გადაუხადა.


„ნამდვილად დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. მოდით, თუ შეიძლება, დეტალების გარეშე, მაგრამ საკმაოდ სწრაფად მივიწევთ წინ. მადლობას ვუხდი ლიდერებს და მადლობას ვუხდი ქვეყნებს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.