NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მონაწილეობით, საზღვაო-სამხედრო სწავლება Sea Breeze 26-2 იმართება

საზღვო წვრთნები „Sea Breeze 26-2“ გაიხსნა.


აშშ-ის საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიცნობით, წვრთნები დღეს პორტლენდში, დიდ ბრიტანეთში დაიწყო და 24 ივლისამდე გაგრძელდება.


წვრთნებში ჩაერთვებიან ბულგარეთის, დანიის, ესტონეთის, საფრანგეთის, საქართველოს, საბერძნეთის, იაპონიის, ლატვიის, პოლონეთის, ესპანეთის, შვედეთის, თურქეთის, NATO-ს მოკავშირეთა საზღვაო სარდლობის (NATOMARCOM), უკრაინის წარმომადგენლები, ასევე, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის საზღვაო ძალები.


Sea Breeze 26-ის მეორე სწავლება ნაღმების საწინააღმდეგო ღონისძიებებზეა ორიენტირებული.


მონაწილე ძალები ნაღმების საწინააღმდეგო გემების, ასაფეთქებელი ნივთიერებების განადგურების ჯგუფების, ჩაყვინთვისა და სამაშველო ოპერაციების, უპილოტო წყალქვეშა მანქანებისა და უპილოტო ზედაპირული გემების გამოყენებით ნაღმების მოძიების ოპერაციებს ჩაატარებენ.


Sea Breeze 26-2 NATO-ს მოკავშირეებსა და პარტნიორ ქვეყნებს შავი ზღვის რეგიონში თავსებადობისა და საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერების შესაძლებლობას აძლევს. ეს მოიცავს საშტაბო დაგეგმვაs, ტაქტიკურ შესრულებას, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მრავალფეროვანი სისტემებისა და შესაძლებლობების ინტეგრირებაზე რთულ, მრავალდომენიან გარემოში.


წელს, წვრთნები „Sea Breeze 2026“ ორ ეტაპად ტარდება: „Sea Breeze 26-1“ და „26-2“.


„Sea Breeze 26-1-ს“ რუმინეთმა ბაბადაგის საწვრთნელ ბაზასა და დუნაის დელტას მიდამოებში, 2026 წლის 3-19 ივნისს უმასპინძლა.


ცნობისთვის, ყოველწლიური მრავალეროვნული საზღვაო-სამხედრო სწავლება Sea Breeze აშშ-ის საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის (U.S. Navy Sixth Fleet – SIXTHFLT) ხელმძღვანელობით ტარდება. მისი მიზანია მონაწილეთა შორის თავსებადობისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერება.


სწავლების დროს ჩატარებული ნაღმსაწინააღმდეგო ოპერაციები (მოიცავს ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდების მიერ ნაღმების აღმოჩენის ოპერაციებს, ასაფეთქებელი საბრძოლო მასალების გაუვნებელყოფას (Explosive Ordnance Disposal – EOD), წყალქვეშა სამუშაოებსა და სამაშველო ოპერაციებს, უეკიპაჟო წყალქვეშა და საზღვაო კატარღების გამოყენებას.


Sea Breeze აერთიანებს NATO-ს მოკავშირეებსა და პარტნიორებს საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო სარდლობისა და კონტროლის, ასევე უსაფრთხოების ოპერაციების ერთობლივად ჩასატარებლად. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ნაღმსაწინააღმდეგო და წყალქვეშა ოპერაციების მიმართულებებს.