აზერბაიჯის, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში სწავლება [Eternity-2026] ჩატარდება.
სწავლების ორგანიზების მიზნით, სამი ქვეყნის თავდაცვის უწყებებმა ბაქოში უკვე გამართეს ძირითადი დაგეგმვის კონფერენცია.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2026 წლის ნოემბერში დაგეგმილ წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ სამი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სტრატეგიული ობიექტების დაცვის სახელმწიფო სააგენტოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის წარმომადგენლები.
წვრთნები ეფუძნება სცენარს, რომელიც მოიცავს მონაწილე ქვეყნების ტერიტორიებზე სტრატეგიული ობიექტებისა და საკომუნიკაციო ხაზების ტაქტიკურ დონის დაცვასა და თავდაცვას.
კონფერენციის დროს განიხილეს წვრთნის თემა და მიზნები, ერთობლივი შტაბის შემადგენლობა, საველე ტაქტიკური ეპიზოდების ჩატარება, ასევე, სხვა ორგანიზაციული საკითხები.