ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მზად არიან, სირიის პარლამენტთან იმუშაონ, რათა გააუქმონ ასადის დროს მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევენ. ამის შესახებ განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მზად არიან იმუშაონ სირიის სახალხო კრებასთან [პარლამენტთან] და საერთო მიზნებისთვის იმუშაონ, მათ შორის საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის დაცვისთვის ასადის დროს მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებით, რომლებმაც აღიარეს უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა," - ნათქვამია განცხადებაში.
სირიმ 2018 წელს აღიარა საქართველოს ორი ტერიტორიის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობაც. საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. 2025 წლის ივნისში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თურქეთს სთხოვეს შუამდგომლობა, რათა სირიამ გააუქმოს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება.