აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება

აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები რამდენიმე მიმართულებით უახლოეს მომავალში აღდგება. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა 17 ივლისს, მოსკოვში, ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფრენების აღდგენა იმ მარშრუტებს შეეხება, რომლებიც 2024 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის სამოქალაქო თვითმფრინავის „ტრაგიკული ინციდენტის“ შემდეგ შეიზღუდა.