იტალია რუსეთის ნაბიჯებში „აშკარა შურისძიების“ ნიშნებს ხედავს

რუსეთმა ორი იტალიელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ეს იტალიიდან რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომლის გაძევების საპასუხო ზომად შეაფასა. მათ რუსეთი ოჯახებთან ერთად სამი დღის ვადაში უნდა დატოვონ. სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის საელჩოს თანამშრომლების გაძევებასთან დაკავშირებით იტალიის დროებით რწმუნებული ჯოვანი სკოპა დაიბარა.

„რუსეთის ფედერაციამ უმიზეზოდ გააძევა მოსკოვში მყოფი იტალიელი სამხედრო ატაშე მის ერთ-ერთ თანამშრომელთან ერთად. ეს არის აშკარა შურისძიების აქტი იტალიიდან ორი რუსი სამხედრო ატაშეს გაძევებისთვის, რომლებიც მართლაც დააკავეს დანაშაულის ჩადენის დროს, როდესაც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საზიანოდ ჯაშუშურ საქმიანობას ახორციელებდნენ,“ - დაწერა ტაიანიმ 20 ივლისს X-ზე.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ 9 ივლისს განაცხადა, რომ რომმა ქვეყნიდან გააძევა იტალიაში რუსეთის საელჩოს ორი სამხედრო ატაშე, რომლებიც სავარაუდოდ, ჯაშუშურ საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი.