ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ წუთებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ხვდება. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს.

ცნობისთვის, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინაც გამართა შეხვედრა შარლ მიშელთან როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში.