„უკრაინის ომის გავლენა სამხრეთ კავკასიაზე“: მერცმა და ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართეს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა სატელეფონო საუბარი გამართა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. როგორც გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა სტეფან კორნელიუსმა განაცხადა, ორი ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი და მისი გავლენა სამხრეთ კავკასიაზე.


მისი თქმით, გერმანიის კანცლერმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესში შემდგომი ნაბიჯების გადადგმის შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობისთვის.


კორნელიუსის თქმით, ორივე თანამოსაუბრემ ხაზი გაუსვა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. „ამ კონტექსტში, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი ურთიერთობების გაფართოების შესაძლებლობებს და სომხეთის ურთიერთობებს ევროკავშირთან,“ - განაცხადა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა.


ცნობისთვის, ილჰამ ალიევმა 21 ივლისს გერმანიაში ვიზიტისას განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესში გერმანიის წვლილმა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზება მოიტანა. როგორც ალიევმა ბერლინში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა,