პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ფიქრობს, რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.
მისივე თქმით, დღეს ბრიუსელში საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა.
,,მე ამ დიალოგის განახლებისთანავე ძალიან პოზიტიურად ვიყავი განწყობილი და დღესაც იმედი მაქვს, რომ თუ პრაგმატული, გონივრული გადაწყვეტილებები და კომპრომისები გაკეთდება ოპოზიციის მხრიდან, ვფიქრობ, უკვე ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან.
დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა ბრიუსელში ბატონი ბორელისა და ბატონი ღარიბაშვილის მხრიდან. ხაზს გავუსვამ რამდენიმე, ყველაზე მნიშვნელოვან გზავნილს, რაც მოვისმინეთ. პირველ რიგში, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ღიად განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს, როგორც სამართლიანს. მან ასევე გააკეთა დიპლომატიური, მაგრამ მკაფიო გზავნილი პარლამენტთან დაკავშირებით, თქვა, რომ ყოველგვარი მცდელობა, რომ პარლამენტის გვერდის ავლით მოხდეს საკითხების გადაწყვეტა, არ ჯდება დემოკრატიის ევროპულ სტანდარტებში," - განაცხადა თალაკვაძემ.