ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში კრისტიან დანიელსონის ვიზიტის მეხუთე დღეზე ინფორმაციას ავრცელებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ვიზიტის მეხუთე დღეს დანიელსონმა განაგრძო მუშაობა და დაესწრო სადილს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს.

,,ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის თბილისში ვიზიტის მეხუთე დღე.

დღევანდელი დღის ყურადღების ცენტრში მოექცა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო. ბატონმა დანიელსონმა დღის განმავლობაში გააგრძელა მუშაობა და დაესწრო სადილს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან", - ნათქვამია განცხადებაში.