საქართველოში აშშ-ის საელჩო სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და გამოხატავს ერთგულებას „საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ."
საელჩო 2008 წლის აგვისტოს ომის მეთვრამეტე წლისთავთან დაკავშირებულ განცხადებაში „ხაზს უსვამს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საჭიროებას.“
„დღეს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის სამხედრო აგრესიიდან თვრამეტი წელი გავიდა. შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობას.
საქართველოს პარტნიორი ოთხი ქვეყნის საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე კვლავ გამოხატავენ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.