აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: გავაგრძელებთ მუშაობას სამხრეთ კავკასიაში ჩვენი სტრატეგიული პოზიციის გასაძლიერებლად

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ალისონ ჰუკერმა, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ელნურ მამედოვსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვაჰან კოსტანიანს უმასპინძლა.


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 2025 წლის 8 აგვისტოს მიღწეული ისტორიული მშვიდობის წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა.


„მოუთმენლად ველი ჩვენი მნიშვნელოვანი სამუშაოს გაგრძელებას სამხრეთ კავკასიისთვის მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის უზრუნველსაყოფად, ამავდროულად, ამ მნიშვნელოვან რეგიონში ამერიკის სტრატეგიული პოზიციის გაძლიერების მიზნით,“ - აცხადებს ჰუკერი.