ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი: წინსვლის მთავარი წინაპირობაა სტაბილური პოლიტიკური გარემო

ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, ვალდის დომბროვსკისის განცხადებით, ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ეტაპისთვის აუცილებელია კიდევ უფრო მეტი პროგრესი საკანონმდებლო დონეზე. ამით ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას გამოეხმაურა.

მისი თქმით, წინსვლის მთავარი წინაპირობაა სტაბილური პოლიტიკური გარემო.

„არსებობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცების დიდი პოტენციალი. ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ეტაპისთვის აუცილებელია კიდევ უფრო მეტი პროგრესი საკანონმდებლო დონეზე. წინსვლის მთავარი წინაპირობაა სტაბილური პოლიტიკური გარემო“, – წერს ვალდის დომბროვსკისი Tweeter-ზე.