უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა, საომარი მოქმედებების დროს არჩევნების ჩატარება მოითხოვა.
ფედოროვის განცხადებით, რუსეთს არ უნდა მისცენ უფლება, განსაზღვროს, როდის შეძლებენ უკრაინელები თავიანთი მთავრობის არჩევას.
„უნდა ვუპასუხოთ ფუნდამენტურ კითხვას: როგორ უნდა ფუნქციონირებდეს სახელმწიფო, თუ ომი წლები გაგრძელდება? და შემდეგ, რა მოხდება, თუ ომი კიდევ ერთ, ორ, სამ წელს გაგრძელდება? შეუძლია თუ არა რუსეთს მოიპოვოს უფლება, განსაზღვროს, როდის შეძლებენ უკრაინელები კვლავ თავიანთი მთავრობის არჩევას? დარწმუნებული ვარ, რომ არა. დემოკრატია რუსეთის მძევლად არ უნდა იქცეს,“ - აღნიშნა ფედოროვმა.
მანვე აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა იპოვოს სამართლებრივი, უსაფრთხო და რეალისტური მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს სრულად განაახლოს დემოკრატიული პროცესი გაჭიანურებული ომის პირობებშიც კი.
„ეს რთულია. უნდა უზრუნველვყოთ სამხედროებისთვის ხმის მიცემის უფლება, ასევე მილიონობით უკრაინელისთვის საზღვარგარეთ და ფრონტის ხაზზე მყოფი ადამიანებისთვის. უნდა უზრუნველვყოთ საარჩევნო პროცესის უსაფრთხოება, ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და შედეგებისადმი ნდობა. მაგრამ სირთულე არ ნიშნავს შეუძლებლობას. უკრაინამ არაერთხელ გააკეთა ის, რასაც მსოფლიო შეუძლებლად მიიჩნევდა,“ - აღნიშნა ფედოროვმა.