,,არ შეგარჩენთ 20 ივნისს" - ამ ლოზუნგით პარტია ,,ქართული ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქცია- მსვლელობა იმართება.
როგორც სამოქალაქო მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრი აცხადევს პიკეტირება, სირცხვილის დერეფნები თუ პროაქტიული მოქმედებები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ,,ქართული ოცნება" არ დასრულდება.
„უნდა გავერთიანდეთ, დავდგეთ ერთად და გავაძლიეროთ ბრძოლის მეთოდები. ჩვენ დაწყებული ბრძოლა, რომელიც ითვალისწინდებდა სისტემისთვის პრობლემების შექმნას, პიკეტირებას, სირცხვილის დერეფანს თუ პროაქტიულ მოქმედებებს ბოლომდე გავაგრძელებთ, ყველგან ჩავალთ. „ქართულმა ოცნებამ“ რა სისტემაც ააშენა, ამას მხოლოდ ერთად დგომით დავასრულებთ. ახლა აღარ არის დრო გაჩერების, ბრძოლის დროა“,- განაცხადა გიორგი მუმლაძემ.